სასტუმრო „პარაგრაფთან“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეების აქციაზე ერთი პირი დააკავეს

სასტუმრო „პარაგრაფთან“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეების აქციაზე ერთი პირი დააკავეს.

როგორც საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, დაკავებული აგრესიული იყო და პოლიციელებს შეაგინა.

„აგრესიული იყო და პოლიციელებს შეაგინა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე დანარჩენ მონაწილეებს გამოეყო და პოლიციელებმა რომ მოუწოდეს, რომ შებრძანდითო, შეაგინა მათ“, - განაცხადა სირაძემ.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები სასტუმრო „პარაგრაფთან“ არიან შეკრებილები.

აქციის ორგანიზატორები, მოძრაობა „სირცხვილიას” წევრები აცხადებენ, რომ მათი მიზანია, კონფერენციის წევრებს მიაწოდონ ხმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს