ვაჟა სირაძე - გუშინ, არაერთი ფაქტი იყო, როდესაც აქციის მონაწილეების მხრიდან გაშვებული იყო გაზი, კონკრეტული ფაქტები მაქვს, ასევე, უშუალოდ ჩემს თანამშრომელს მიასხეს ე.წ. წიწაკის სპრეი

გუშინ, არაერთი ფაქტი იყო, როდესაც აქციის მონაწილეების მხრიდან გაშვებული იყო გაზი, კონკრეტული ფაქტები მაქვს. ასევე, უშუალოდ ჩემს თანამშრომელს მიასხეს ე.წ. წიწაკის სპრეი, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, იმის გათვალისწინებით, რომ გუშინ, გმირთა მოედანზე გზები ხელოვნურად იყო გადაკეტილი, რთული იყო როგორც პოლიციის, ასევე სხვა სამსახურების მიერ სწრაფი და მყისიერი რეაგირება.

„შესაბამისი ორგანოები ყველაფერს დაადგენენ. გმირთა მოედანზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი წარმომადგენელი. თუ კანონდარღვევა იყო, ან გადაცდომა, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. გუშინ, გმირთა მოედანზე პირადად მეც ვიყავი. ახალგაზრდებს, სადაც გაუსწორდნენ, თქვენ კარგად დაინახეთ.... ქვეყანაში ათასი ფაქტი ხდება, ფიზიკურად შეუძლებელია ყველა ადგილზე იყოს პატრული ან პოლიციელი.

ქალაქის მასშტაბით, ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილზე, გმირთა მოედანზე, როდესაც ადამიანები ხელოვნურად კეტავენ გზებს, ცოტა რთულია როგორც პოლიციამ, ისე სხვა სამსახურებმა იმოქმედონ სწრაფად, მყისიერი რეაგირება მოახდინონ. გზები იყო გადაკეტილი და პოლიცია, სასწრაფო, სახანძრო-სამაშველო სამსახურები შესაძლებლობის ფარგლებში მიდიოდნენ იმ დროის ფარგლებში, რაც ჰქონდათ.

ხშირად მიწევს ნიღბის გაკეთება. გუშინ არაერთი ფაქტი იყო, როდესაც აქციის მონაწილეების მხრიდან გაშვებული იყო გარკვეული სახის გაზი - კონკრეტული ფაქტები მაქვს.

ასევე, უშუალოდ ჩემს თანამშრომელს მიასხეს ე.წ. წიწაკის სპრეი. ჩვენი უფლებამოსილება გამოვიყენეთ და დაკავებულია რამდენიმე პირი“,-აღნიშნა სირაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს