ახალგაზრდები, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, მსვლელობით კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მსვლელობით კვლავ საქართველოს პარლამენტის შენობასთან დაბრუნდნენ.

ამ დროისთვის,პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გახსნილია. აქციის მონაწილეები კი უშუალოდ პარლამენტის შენობის სიახლოვეს იმყოფებიან.

ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია

მანამდე ახალგაზრდები მსვლელობით მივიდნენ "ქართული ოცნების" ოფისთან, სადაც პოლიციას კორდონი ჰქონდა გაკეთებული.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს