საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ჩასატარებლად 9-კაციანი კომისია შეიქმნა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განკარგულებით ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ჩასატარებლად 9-კაციანი კომისია შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, კომისიამ დღეს ორბელიანების სასახლეში პირველი სხდომა გამართა, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა და საკონკურსო პირობები დაადგინა. კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მწერლები, პოეტები და კრიტიკოსები, ლიტერატურათმცოდნე ზაზა აბზიანიძე უხელმძღვანელებს.

„ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის დარგში: პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა, უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით. პრემია გაიცემა 2 წელიწადში ერთხელ, არა უმეტეს ერთისა, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

პრემიის მისანიჭებლად საკონკურსოდ დაიშვება საკონკურსო წლამდე 5 წლის განმავლობაში ქართულ ენაზე გამოქვეყნებული ორიგინალური ნაწარმოები.

პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადებისა და ნაწარმოებების მიღება მოხდება 2024 წლის 24 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25, საფოსტო ინდექსი - 0108. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (ცხელი ხაზი): + 995 32 2288888“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს