ფრიდონ ინჯია - როდესაც რამე  მისაღები და საჭიროა ჩემი ქვეყნისთვის, მავიწყდება ჩემი ოპოზიციონერობა,  მხარს ვუჭერ საკონსტიტუციო  ცვლილებებს - სკოლაში უნდა ისწავლებოდეს საგანი „ქართული ღირებულებები"

იმ შემოტევებიდან გამომდინარე, რაც ახლა მსოფლიოში მიმდინარეობს, ნამდვილად დროულია საკანონმდებლო ცვლილებები. მე ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ვარ, მაგრამ, როდესაც ჩემი ქვეყნისთვის რამე მისაღები და საჭიროა, მაშინ მავიწყდება ჩემი ოპოზიციონერობა - მე მხარს დავუჭერ ამ ცვლილებებს , - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით გამართულ საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ოზურგეთში განაცხადა.

ინჯიას თქმით, კანონპროექტში „ოჯახური ღირებულებები" შესაძლებელია შეიცვალოს ტერმინით „ქართული ღირებულებები".

„მე შევცვლიდი და „ოჯახური ღირებულებების" ნაცვლად ჩავწერდი - „ქართულ ღირებულებებს". ქართულ ღირებულებებში შედის ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა, სარწმუნოება, ენა და მათ შორის ოჯახიც. სკოლაში უნდა ისწავლებოდეს საგანი „ქართული ღირებულებები", - განაცხადა ინჯიამ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს