ლევან ხაბეიშვილი - მაშინ, როდესაც ქვეყნის ბედი წყდება, რუსთავის საკრებულოში ივანიშვილის და გახარიას პარტიებმა თანამდებობები ვერ გაიყვეს - ცოტა სასაცილოდ გამოიყურება

მაშინ, როდესაც ქვეყნის ბედი წყდება, რუსთავის საკრებულოში ივანიშვილის და გახარიას პარტიებმა თანამდებობები ვერ გაიყვეს, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, დღევანდელ სხდომას „ნაციონალური მოძრაობის” არცერთი წევრი არ ესწრებოდა, რადგან თანამდებობებზე ბრძოლა სასაცილო და უმნიშვნელოა.

„იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ბედი წყდება და ხელისუფლება უარს ამბობს ევროკავშირზე, ცოტა სასაცილოდ გამოიყურება კონკრეტულ საკრებულოებში გახარიას და „ოცნების“ ხელისუფლება რომ ვერ იყოფენ თანამდებობებს. ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ოქტომბერში დაასრულებს ბიძინა ივანიშვილის მმართველობას.

უნდა გესმოდეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" არცერთი წევრი ამ საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდა, ხაზს ვუსვამ არცერთი წევრი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, რომელიც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრია, თანამდებობიდან გადააყენეს. შეროზიას პოსტიდან გადაყენების საკითხს დეპუტატებმა კენჭი დახურულ ფორმატში უყარეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 21-მა დეპუტატმა მიიღო, მათ შორის 18 იყო მომხრე, 3 ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა. პარალელურად, რუსთავის მერიისა და საკრებულოს შენობის წინ ხმაური იყო. „ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის, რუსთავის მერი და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს