დავით სონღულაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო საქმეთა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო საქმეთა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომიტეტის სხდომაზე ასამბლეის დელეგაციის წევრებმა საკუთარ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური ვითარება მიმოიხილეს.

დელეგატებს სიტყვით მიმართეს: მონტენეგროს პარლამენტის თავჯდომარემ ანდრია მანდიჩმა და მონტენეგროს ვიცე - პრემიერმა ალეკსა ბეჩიჩმა.

სხდომაზე განიხილეს და მიიღეს მოხსენებების პროექტები თემებზე: „დეზინფორმაციის გავლენა საპარლამენტო საქმიანობაზე" და „პარლამენტების როლი ფრანგული ენის ხელშეწყობაში".

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ასამბლეის 15-მდე წევრი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები სხვადასხვა კონტინენტიდან.

დავით სონღულაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოს ევროპასთან ინტეგრაცის მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური მიმართულებით განხორციელებული რეფორმები ხელს უწყობს ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობას, ხოლო ბიზნესს სთავაზობს განგრძობით პერიოდში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას.

მისი განცხადებით, ამ დროისთვის, საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტების 60%-ზე მეტთან უკვე დაახლოებულია.

„ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ყველა რეფორმა მიმართული იყოს ევროკავშირთან წარმატებული ეკონომიკური ინტეგრაციისკენ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ევროკომისიას უკვე წარვუდგინეთ „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა 2024-2026", რაც ევროკავშირის ბაზართან ქვეყნის დაახლოების, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პოტენციალის ათვისებისა და ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფისთვის არის აუცილებელი. შესაბამისად, ძალიან მალე ვიქნებით მზად იმისთვის, რომ ევროკავშირის ერთიანი ბაზრის ნაწილი გავხდეთ", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა სხდომაზე გამოსვლისას.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დავით სონღულაშვილთან ერთად ასევე იმყოფებოდა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი დავით კაჭარავა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს