გიტანას ნაუსედა - პრეზიდენტ ზურაბიშვილთან საუბარში შეშფოთება გამოვხატე “უცხოური აგენტების” კანონთან და ეფექტებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება იქონიოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საუბარში შეშფოთება გამოვხატე “უცხოური აგენტების” კანონთან დაკავშირებით, ლიეტუვა მხარს უჭერს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ქართველ კოლეგა, სალომე ზურაბიშვილთან გამართული საუბრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენები განვიხილე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან.

ჩემი შეშფოთება გამოვხატე “უცხოური აგენტების” კანონთან და იმ ეფექტებთან დაკავშირებით, რომლებიც მან შეიძლება იქონიოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე.

ლიეტუვა მხარს უჭერს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში“, - წერს ნაუსედა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს