1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.
ბ-ნი ჯაფარიძე კითხულობდა ფსიქოლოგიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აქვს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურის კვალიფიკაცია. 2001 წელს მან ასევე დაასრულა აღმასრულებელი კურსი ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლაში.
1990-1992 წლებში ბატონი ჯაფარიძე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, იგი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერია.
1992 წელს მამუკა ხაზარაძესთან ერთად დააარსა თიბისი ბანკი და დაინიშნა ბანკის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსად. 1993-1995 წლებში ბ-ნი ჯაფარიძე მუშაობდა თიბისი ბანკის ვიცე-პრეზიდენტად, ხოლო 1995 წელს აირჩიეს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, სადაც მსახურობდა თავმჯდომარის მოადგილედ.
1996-2014 წლებში იყო TBC TV- ის გამგეობის თავმჯდომარე.
1995-2003 წლებში მუშაობდა ვიცე-პრეზიდენტად საქართველოს შუშისა და მინერალური წყლის კომპანიაში, რომლის თანადამფუძნებელიც იყო. კომპანიას მოგვიანებით დაერქვა IDS Borjomi და ის იყო საბჭოს წევრი 2004-2010 წლებში. 2004 წელს ბატონი ჯაფარიძე აირჩიეს საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრად. იმავე წელს დაინიშნა საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის გამგეობის წევრად, რომლის თანადამფუძნებელიც არის. 2006 წელს ბ-ნი ჯაფარიძე აირჩიეს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრად და პარალელურად გახდა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
2019 წელს მამუკა ხაზარაძესთან ერთად დააფუძნა პოლიტიკური გაერთიანება ლელო საქართველოსთვის. ის პარტიის გენერალურ მდივნად 2019 წლის დეკემბერში აირჩიეს.
2020-2022 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.
2023 წლის მარტიდან აირჩიეს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ.