საგარეო საქმეთა მინისტრი
ილია დარჩიაშვილი

2022 წლის 4 აპრილიდან - დღემდე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ილია დარჩიაშვილი დაიბადა 1981 წლის 21 თებერვალს, ქ. სიღნაღში.

სამუშაო გამოცდილება

2022 წლის 4 აპრილს, ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე დაინიშნა, მანამდე კი, 2021 წლიდან ის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობს იკავებდა. 2017-2021 წლებში დარჩიაშვილი გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში. მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. 2016 წელს გახდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ამავე წელს დაინიშნა საგანგებო დავალებათა ელჩად საგარეო საქმეთა სამინისტროში.

2015-2016 წლებში დარჩიაშვილი იკავებდა მინისტრის პირველი მოადგილის პოზიციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

2012-2014 წლებში ილია დარჩიაშვილი მუშაობდა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში. 2014 წელს დაინიშნა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველ მოადგილედ, შემდეგ კი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დაიკავა. 2003-2004 წლებში, ილია დარჩიაშვილი მუშაობდა „ბანკ რესპუბლიკაში“ ფინანსური კონტროლისა და ზედამხედველობის ოფიცრის პოზიციაზე, 2004-2006 წლებში კი, ამავე ბანკში გახლდათ ფიზიკური პირების მომსახურების განყოფილების უფროსი. 2006 წელს, დარჩიაშვილი „ბანკ რესპუბლიკაში“ (ჯგუფი სოსიეტე ჟენერალე) დაინიშნა ფილიალის მმართველად და აღნიშნულ პოზიციას 2012 წლის ჩათვლით იკავებდა.

განათლება

2008-2011 წლებში განათლებას იღებდა საფრანგეთში, გრენობლის მენეჯმენტის სკოლაში და გახდა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.

2002-2004 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის სპეციალიზაციით და მოიპოვა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

დიპლომატიური რანგი

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ლევან დავითაშვილი
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი
დავით ზალკალიანი
ყოფილი პრემიერ-მინისტრი
გიორგი გახარია
ილია დარჩიაშვილი - მიუღებელი და გაუგონარია, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ჩასული საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას
ილია დარჩიაშვილი პრემიერის ანკარაში ვიზიტზე - მთავრობის მეთაურს ექნება შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, განხილული იქნება საკითხები, რომელიც აერთიანებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
ილია დარჩიაშვილი იან ბორჯს შეხვდა
საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ეწვევიან
საგარეო საქმეთა მინისტრი - გოჩა ჯავახიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვითარება საქართველოში ძალიან საგანგაშოა
ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს გერტ იან კოპმანს შეხვდა
გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ დღეს ხალხს დაემალა - პარლამენტი თავისუფალია, პარლამენტი უბრუნდება ხალხს
სალომე სამადაშვილი - ილია დარჩიაშვილს ერთადერთ რამეს ვეტყვი - დაწერე განცხადება და წადი სახლში! გადადექი!
დღევანდელი პლენარულ სხდომის გაუქმების შედეგად, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის მოსმენა გადაიდო
დღეს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - ილია დარჩიაშვილს ვურჩიე, გადახედოს ჩვენს დირექტივას - ევროკავშირი გეგმავს ამის გაკეთებას ისე, რომ არ მოახდინოს არასამთავრობოების სტიგმატიზაცია და უცხოური აგენტის იარლიყის მიწებება
ილია დარჩიაშვილმა ბელგიელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა
ილია დარჩიაშვილმა ლატვიელ კოლეგასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
ილია დარჩიაშვილი ლუქსემბურგელ კოლეგას შეხვდა
ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს საიუბილეო შეკრების მონაწილეებს სიტყვით მიმართა
ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს